9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა

31 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე რუსი ჯარისკაცების ალესილ ნიჩბებს 21 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

1. ადამია აზა, 22 წლის; 2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; 3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; 4. გიორგაძე ნატო, 23 წლის; 5. დოლიძე თამუნა, 28 წლის; 6. ენუქიძე თინა, 70 წლის; 7. თოიძე ნინო, 25 წლის; 8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის; 9. ლოლაძე მანანა, 33 წლის; 10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის; 11. მეტრეველი ვენერა; 12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის; 13.სამარგულიანი ნანა, 41 წლის; 14. ქვასროლიაშვილი შალვა, 15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; 16.ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; 17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის; 18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; 19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; 20. მელქაძე მანანა 23 წლის; 21. ქარსელაძე გია 25 წლის.

ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა… დაღუპულები სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ითხოვდნენ.

თვითგადარჩენის ინსტიქტმა რუსულ იმპერიას ძალადობისკენ უბიძგა, თუმცა ამაოდ, ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. 8 თვეში რუსულმა იმპერიამ იგივე საბჭოთა კავშირმა არსებობა საერთოდ შეწყვიტა. 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა გამოაცხადეს, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა არსებობა შეწყვიტა.

პ.ს. ფოტო გადაღებულია 2019 წლის 9 აპრილს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად