9 აპრილის გმირის თამარ ჭოველიძის მამამ პრეზიდენტის რეზიდენცია პროტესტის ნიშნად დატოვა

9 აპრილის გმირის თამარ ჭოველიძის მამამ არკადი ჭოველიძემ პრეზიდენტის რეზიდენცია პროტესტის ნიშნად დატოვა. პროტესტის მიზეზი კი ის გახდა, რომ პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში სხვა გმირებთან ერთად თამარ ჭოველიძის სახელი და გვარი არ ახსენა.

“როგორ რატომ მივდივარ? ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენეს. ჭოველიძის მამა ვარ მე. ჯერ ერთი დაგვიძახეს, სკამი არ იყო რომ დავმსხდარიყავით. “პუტჩისტები” და ისინი ჰყავდათ… ჩემი შვილი თუ არ იყო, მე რაზე დამიძახეს, მე ვინ ვარ?!

მე არავინ არ ვარ სხვა, მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ და საერთოდ არავინ არ ვარ. ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენეს, ვინ არის ეს. მე რა ვიცი რატომ არ ახსენა, ალბათ რაღაც დავაშავეთ ჭოველიძეებმა”, – განაცხადა არკადი ჭოველიძემ “რუსთავი 2”-თან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...