89 დაშავებული და 17 დაკავებული- არეულობა კატალონიაში

კატალონიაში მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ესპანური ტელე-რადიოკომპანია RTBE ავრცელებს.

დაშავებულთა უდიდესი რაოდენობა – 60 ადამიანი – ბარსელონაში მდებარე საავადმყოფოებში განათავსეს.

ერთ-ერთ ადამიანს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება, სამს კი მხედველობის პრობლემები აქვს. დაშავებულთა შორის შვიდი პოლიციელია.

სამართალდამცველებმა მინიმუმ 17 ადამიანი დააკავეს, ოთხი მათგანი ბარსელონაში.

“პარასკევს, მინიმუმ 525 ათასი ადამიანი მონაწილეობდა აქციაში, რომელსაც თან მასშტაბური გაფიცვა დაემთხვა”-აცხადებენ კატალონიის დედაქალაქის პოლიციის პრესსამსახურში.

14 ოქტომბერს, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში ბრალდებულ კატალონიის ხელისუფლების ყოფილ 12 წევრს გამოუტანა განაჩენი. ამ გადაწყვეტილებას ბარსელონაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად