885 მედალი, 4 მსოფლიო ჩემპიონი და NBA-ს ჩემპიონი! – ქართული სპორტის ისტორიული შედეგი 2017

"ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ჩემპიონია ელვისებურ ჭადრაკში! 2017 წელს ვასრულებთ 885 მედლით, 4 მსოფლიო ჩემპიონით ოლიმპიურ სახეობებში და NBA-ს ჩემპიონით! " – ასეთ სასიხარულო სტატისტიკას ავრეცელებს თავის სოცილაურ ქსელში კულტურისა და სპორტის სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს წარმომადგენელი სოფო ჭაკვეტაძე.

"ასეთი შედეგი ქართული სპორტის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა! პირველად გვყავს მსოფლიო ჩემპიონი ქალი ძალოსანობაში, ასევე პირველად გვყავს ევროპის ჩემპიონი ფარიკაობაში, თან ქალი, ვუმასპინძლეთ 13 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და 70-მდე ქვეყნის სპორტულ დელეგაციას

ნანა წელს ორმაგად ჩემპიონია – წლის დასაწყისში ევროპის ჩემპიონი გახდა, წლის ბოლოს კი მსოფლიოს! ოქროს ნანა, ოქროს სპორტსმენები და ოქროს გულშემატკივარი! მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის! მადლობა ჩემს კოლეგებს, სპორტულ ჟურნალისტებს! წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის! გილოცავთ დამდეგს, ერთად გვეზეიმოს ქართული დროშის აღმართვა და ქართული ჰიმნის აჟღერება მრავალ ქვეყანაში კიდევ მრავალი წელი", –  წერს სოფია ჩაკვეტაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად