ბიძინა კულუმბეგოვი: თქვენ არ იცრებით არ იცრებით, თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები მაინც აცერით – გთხოვთ!

“ჩატარებული 1 მილიონი აცრიდან 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის წილი მხოლოდ 29% – ია”, – ამის შესახებ იმუნულოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩატარებული 1 მილიონი აცრიდან 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის წილი მხოლოდ 29% – ია.
ამის ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს 100 ათას მოსახელზე გარდაცვალების მიხედვით საქართველოს პირველი ადგილი 🙁
თქვენ არ იცრებით არ იცრებით, თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები მაინც აცერით! ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის გთხოვთ!”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 012 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.41%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 553 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები
იტვირთება...