84 დღიანი ტყვეობის შემდეგ ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს

84 დღიანი ტყვეობის შემდეგ დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ ხვიჩა მრებრიშვილი გაათავისუფლა.

ხვიჩა მღებრიშლი  უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ის ამ წუთებში ეპიდემიოლოგებს სპეციალური ავტომანქანით საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 აგვისტოს ოკუპირებულმა ცხინვალმა ხვიჩა მღებრიშვილს 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 3 ივლისს რუსეთის მიერ ოკუპირებულმა ცხინვალმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი დააკავა.

14 დღის შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროებამ გაავრცელა განცხადება მღებრიშვილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზად რიჩარ ლუგარის სახელობის ცენტრი დაასახელა.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მისი ინტერესი იყო ღამურების კოლონა, რომლებიც სოფელ არცევში და გრომში ბინადრობენ.

მღებრიშვილის თქმით, ის აპირებდა “ღამურების კოლონების“ მოპოვებას, შემდეგ კი 1 ცალის  5000 აშშ დოლარად რეალიზაციას. თუმცა, ეს არ არის პირველი ინტერესი ღამურების პოპულაციის. ეს 2012 წელს დაიწყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა”, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების გავრცელებულ განცხადებაში. 

დე ფაქტო უშიშროების გავრცელებულ განცხადებაზე, „აიპრესი“ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს დაუკავშირდა.

მან მხოლო ერთი წინადადებით შეაფასა ოკუპირებული ცხინვალის განცხადება: „სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად