იან კელი: ღარიბაშვილი და სააკაშვილი – ორივე საწამლავს წარმოადგენს პოლიტიკურ სხეულში

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას.

კელი ტვიტერზე წერს, რომ ორივე საწამლავია პოლიტიკურ სხეულში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის მის ქვეყანაში, ვინც კონფლიქტს და პირად ძალაუფლებას ამჯობინებს ეროვნულ ინტერესებს.

„ორივე საწამლავს წარმოადგენს პოლიტიკურ სხეულში, როგორც ყველა ის პოლიტიკოსი, მათ შორის ჩემს ქვეყანაში, ვინც სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა აყენებს კონფლიქტსა და პირად ძალაუფლებას“, – წერს იან კელი Twitter-ზე.

კომენტარები
იტვირთება...