847 ინფიცირებული – ბელარუსში, 4 მაისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ინფიცირებულთა ასეთი მცირე რაოდენობა

847 ინფიცირებული – ბელარუსში, 4 მაისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ინფიცირებულთა ასეთი მცირე რაოდენობა

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 847 შემთხვევა დაფიქსირდა, 51-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ასეთი მცირე რაოდენობა ბელარუსში 4 მაისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 5 მაისიდან აქ ინფიცირების შემთხვევების დღიური მატება 861-დან და 969-მდე ფარგლებში იყო.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 43 403 შემთხვევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს ჰენრი კლუგემ 28 მაისს განაცხადა, რომ ევროპის 53 ქვეყანას შორის უკანასკნელი 14 დღის მანძილზე გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მხრივ ყველაზე მეტად არიან დაწინაურებულები რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ბელარუსი და იტალია.

მილიონ მცხოვრებზე გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების სიდიდით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა მილიონზე მეტია, ბელარუსი ევროპაში მე-4 ადგილზეა.

ბელარუსში ყოველი მილიონი მაცხოვრებლიდან 4 593 კაცია ინფიცირებული, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე (808) 5,7-ჯერ მეტი.

განვლილ 24 საათში, ბელარუსში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა.

ბელარუსში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დღიდან ოფიციალურად ერთხელაა დადასტურებული 7 კაცის გარდაცვალება, 4-ჯერ – 6 კაცის, 18-ჯერ 5 კაცის, 19-ჯერ – 4 კაცის, 10-ჯერ – 3 კაცის, 5-ჯერ – 2 კაცის, 3 შემთხვევაში – კი თითო-თითო კაცის გარდაცვალება.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსით 240 კაცის გარდაცვალებაა ოფიციალურად დადასტურებული.

კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა ბელარუსში 25,3-ის ტოლია, ხოლო სიკვდილიანობა 0,55%.

კორონავირუსისგან განკურნებულთა პაციენტთა რაოდენობა 18 776-ია – 43,26%

ბელარუსში სულ 553 377 ტესტია ჩატარებული, 58 561 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად