843 ინფიცირებული 24 საათში – პოლონეთში ბოლო 10 დღის განმავლობაში 7-ჯერ დაფიქსირდა ანტირეკორდი

პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში კოვიდინფიცირების 843 შემთხვევა დაფიქსირდა, 34-ით მეტი წინა დღის რეკორდულ რაოდენობაზე.

30 ივლისიდან დღემდე, 10 დღის განმავლობაში, პოლონეთში 7-ჯერ დაფიქსირდა ანტირეკორდი.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 13 კაცი გარდაიცვალა, იმდენივე, რამდენიც წინა დღეს.

სულ, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 51 167 და კორონავირუსით გარდაცვალების 1 800 შემთხვევაა დაფიქსირებული.

პოლონეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 34393-დან 45688-მდე, 11295-ით ანუ 33%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 1463-დან 1716-მდე, 253-ით ანუ 17%-ით გაიზარდა.

პოლონეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 364 ინფიცირება და 8,2 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი რვა დღის საშუალო კი 685 ინფიცირება და 11 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად