საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი სოფელი დიღმის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივ პრობლემებს გაეცნო

შაქარიშვილის განცხადებით, სოფელ დიღომში უმთავრესი პრობლემა მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაა.

წლებია ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებებს სხვადასხვა ადმინისტრაციული სამსახურები უპასუხოდ ტოვებენ. როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი აღნიშნავს, საკითხი სისტემურ მიდგომას საჭიროებს და ერთიან ჭრილში უნდა იყოს განხილული, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ქონების დაკანონება.

შაქარიშვილის თქმით, სოფელ დიღომში უმძიმესი მდგომარეობაა ინფრასტრუქტურული კუთხითაც, მოუწესრიგებელია შიდა გზები და ფაქტობრივად არ არსებობს წყალარინების და წყალმომარაგების სისტემები.
„ცხადია, მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელია შეიქმნას მიზნობრივი ფონდი, რომელიც დააფინანსებს სოფელი დიღმის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს“, – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...