დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 52 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო და წესების საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 52 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, “თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას”.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მაშინ, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა 51-მა დეპუტატმა პარლამენტს სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა, თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

52 დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი საბოლოოდ, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გადაწყდება.

კომენტარები
იტვირთება...