A2 ბანერი
A2 ბანერი

82 წლის ქალი, ცხოვრებაში პირველად ხმის მიცემიდან, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა (ვიდეო)

ხუთშაბათს, 1 ნოემბერს, ტეხასის ქალაქ გრანდ პრეირში, აშშ-ის შუალედური არჩევნების კენჭისყრის ძირითადი დღის წინმსწრებ ხმის მიცემის პროცესიდან დაბრუნებულმა 82 წლის გრეისი ლუ ფილიპსმა თავისი საგორავის (Walker) გარშემო იცეკვა ჯიგი (ირლანდიური წარმოშობის ცეკვა, გავრცელებულია, ირლანდიაში, ინგლისში, კანადაში, აშშ-ში – აიპრესი), შემდეგ დაჯდა, მუშტშეკრული ხელები მაღლა ასწია და განაცხადა: “მე ხმა მივეცი!”

ჩემ სიდედრს არასდროს არ ჰქონდა ხმა მიცემული. მისი მეუღლე, რომელიც ათი წლის წინ გარდაიცვალა, ცდილობდა, რომ არ გამოეძახათ ნაფიც მსაჯულებად. გარდა ამისა, მათ არ სურდათ პოლიტიკაში ჩარევა, შიშობდნენ, ამას მათ ბიზნესზე არ მოეხდინა გავლენა, – ამბობს გრეისი ფილიპსის სიძე ჯეფ გრიფიტი.

უკანასკნელი წლის არჩევნებზე დაკვირების შემდეგ გრეისს არჩევნებზე ხმის მიცემის სურვილი გაუჩნდა. ის დარეგისტრირდა ხმის მისაცემად, მაგრამ პნევმონია და სეფსისი დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის მიუხედავად გრეისი გამუდმებით ფიქრობდა არჩევნებზე.

“ნუთუ მე არ შემიძლია ხმის მიცემა? ნუთუ ისინი არ მისცემენ უფლებას ადამიანებს საავადმყოფოდან მისცენ ხმა?” – კითხულობდა ის.

გრიფიტის თქმით, “ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის” და ის სახლში დაბრუნების შემდეგაც “დაჟინებით აგრძელებდა” ამაზე საუბარს.

ამრიგად, ხოსპისური დახმარების (მძიმე ავადმყოფების მოვლის, მათი ფიზიკური და ფსიქიური მდგომარეობის შემსუბუქების უფასო სახელმწიფო პროგრამა – აიპრესი) ქვეშ მყოფი გრეის ფილიპსი ხუთშაბათს ხმის მისაცემად მის სახლთან ახლოს მდებარე ეკლესიაში მივიდა.

გრეისი, რომელიც ჟანგბადის აპარატის დახმარებით სუნთქავდა, მანქანაში დარჩა და საარჩევნო კომისიის წევრებმა მას ბიულეტენი გამოუტანეს. გრეისის მიერ ბიულეტენის შევსების დასრულებას იქვე მყოფები ტაშით შეხვდნენ, – ამბობს გრიფიტი.

მეორე დღეს გრეისმა ვერ შეძლო წამოდგომა და დილის ყავის დალევა.

“ყოველ შემთხვევაში, მე ხმა მივეცი”, ასეთი იყო, მისი სიძის თქმით, გრეისის ერთ-ერთი ბოლო, ცხადად წარმოთქმული სიტყვები.

ის ორშაბათს, გათენებამდე, 2 საათზე თავისი ქალიშვილების თვალწინ გარდაიცვალა, მაგრამ მის მიერ მიცემული ხმა უკვე დარეგისტრირებული იყო.

ჯეფ გრიფიტის თქმით, მისმა სიდედრმა ხმა რესპუბლიკელს მისცა. “ის ძალიან ბედნიერი იყო, განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ როგორც იქნა მისცა ხმა”

მომზადებულია პორტალ washingtonpost-ის მიხედვით.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები

ზურაბიშვილი: სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების…

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხდება ქართული ღირსების, ღირებულებების შეურაცხყოფაა, - ამის…

როს უილსონი: საარჩევნოდ ცხარე რიტორიკა არის, თუმცა აუცილებელია მშვიდი ტონი…

"არსებობს გარკვეული ცხარე რიტორიკა, თუმცა აუცილებელია შენარჩუნდეს მშვიდი ტონი და ქვეყანამ გააგრძელოს თავისი სწრაფვა…

სალომე ზურაბიშვილი: მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები, თქვენ შეძლებთ მომაწოდოთ თქვენი…

ამის შესახენ "ქართული ოცნების" მიერი მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატამა, სალომე ზურაბიშვილი…

ტრამპი: აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიებაში არ…

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს მეთიუ უიტაკერს არ…

ცქიტიშვილი: ამომრჩეველთა დაშინება და მოსყიდვა უკან მოვიტოვეთ 2012 წელს

„ამომრჩეველთა დაშინება და მოსყიდვა, ჩვენ უკან მოვიტოვეთ, 2012 წელს“ _ ეს განაცხადება დღეს ჟურნალისტებთან,…

ვაშაძე: ყოველი მეორე ქართველი დაკაბალებულია ვალებით

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან…

სულხან სალაძე: საარჩევნო კამპანიის პირველი და მეორე ტური ნეგატივზეა აგებული

"როგორც პირველი ტური, ისე მეორე ტური ეს არის უფრო ნეგატივზე აგებული. ისინი უფრო საუბრობენ არა იმაზე, თუ რატომ უნდა…

ჩუგოშვილი: ამომრჩევლის მოსყიდვა დაუშვებელი და არასწორია,ყველა ასეთ ფაქტზე უნდა მოხდეს…

"ამომრჩევლის მოსყიდვა არის დაუშვებელი, არასწორი და ყველა ასეთ ფაქტზე უნდა მოხდეს შესაბამისი გამოძიება. ეს არის…

ბაქრაძე: ქვეყანაში სერიოზული ცვლილებების პროცესა,ქართული დემოკრატია კიდევ ერთხელ…

"საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა რომ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებების პროცესი მიდის. ქვეყანა იმყოფება იმ…

სალომე ზურაბიშვილის შვილი: ჩემთვის საქართველო არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად…

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზი აცხადებს, რომ მუქარის მიუხედავად, საქართველოში…
კომენტარები
იტვირთება...