800 000 ფრანგი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ და პარალიზებული პარიზი (ფოტორეპორტაჟი)

საფრანგეთში მთავრობის საპროტესტო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგედ 800 ათასზე მეტი ადამიანი ქალაქის ქუჩებში გამოვიდა.

ფართომასშტაბიანი აქციები არეულობებსა და პოლიციელებთან შეტაკებებში გადაიზარდა.

ეს 2010 წლის შემდეგ, საფრანგეთში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებია. შექმნილი ვითარების გამო, პარიზი პარალიზებულია. ასევე შეფერხებებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დაახლოებით 65 ათასი ადამიანი პარიზში შეიკრიბ, 33 ათასი ტულუზაში, 25 ათასი მარსელში, 20 ათასი ბორდოში, 19 ათასი ნანტეში და ა.შ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გეგმა ითვალისწინებს ქულების სისტემის შემოღებას, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იქნება ყოველი სამუშაო დღე. სამომავლო პენსიის მოცულობა კი დაგროვებული ქულების მიხედვით განისაზღვრება. ახალი სისტემის მიხედვით, საპენსიო პრივილეგიები აღარ ექნებათ ბევრი პროფესიის წარმომადგენელს, მაგალითად მეზღვაურებს, იურისტებს და ოპერის მომღერლებსაც კი.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საპენსიო ასაკი საფრანგეთში 60-დან 62 წლამდე აიწია. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია განვითარებულ ქვეყნებს შორის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საპენსიო ასაკი ამ ეტაპზე 66 წელია.

მაკრონის მიერ წარდგენილი რეფორმა საპენსიო ასაკის აწევას გამოიწვევს, ვინაიდან 62 წლის ასაკში პენსიაზე გასვლა ხელსაყრელი არ იქნება. სრული პენსიის მისაღებად, საფრანგეთის მოქალაქეებს 64 წლამდე მოუწევთ მუშაობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად