8 წლის ტაილერ სტალინგი უკვე 3 000-მდე უსახლკარო ვეტერანს დაეხმარა

ტაილერ სტალინგი 4 წლის იყო, როდესაც შეიტყო იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ვეტერანი უსახლკაროა.

ვეტერანები ყოველთვის მისი ოჯახის წევრები იყვნენ და მას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ისინი გმირები არიან.

ტაილერს უნდოდა რამის გაკეთება მათ დასახმარებლად, ამიტომ დედამისს ჰკითხა, თუ შეეძლო მათთვის სახლების აშენება, თუმცა ასაკი არ უწყობდა ხელს, რათა ეს თავად გაეკეთებინა.

ამის მერე, ტაილერს მაინც არ გაუქრა ვეტერანების დახმარების სურვილი და უფრო მეტად რეალისტური რამის გაკეთების შესახებ დაიწყო ფიქრი. შედეგად კი მოიფიქრა ის, რასაც თავად „Hero Bags“ უწოდებს.

„განსაკუთრებული რაღაცის კეთება მას მერე დავიწყე, რაც დედაჩემს ვკითხე, თუ რატომ იყვნენ ვეტერანები უსახლკაროები. დედაჩემთან საუბრის შემდეგ მართლა მინდოდა ვეტერანებისთვის სახლების აშენება, თუმცა განვიხილეთ ეს საკითხი და საბოლოოდ უფრო რეალისტურ გადაწყვეტილებაზე შევჯერდით. იდეა კი ასეთი იყო, რომ შეგვექმნა ჰიგიენური და თავის მოვლის საშუალებების კომპლექტები და შემდეგ ისინი იმ ვეტერანებისთვის დაგვერიგებინა, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ. ამ კომპლექტებს მე Hero Bags ვუწოდე“, – ამბობს ტაილერი.

ზამთრის განმავლობაში Hero Bags-ში ქუდების, ხელთათმანების, პლედების, ჯემპრების, კბილის ჯაგრისების, საპნებისა და კიდევ სხვა ბევრი რამის ჩადებაც შეიძლება.

ოთხი წლის განმავლობაში, ტაილერმა 3 000-მდე Hero Bags დაამზადა.

ტაილერის ოჯახის ბევრი წევრი, მათ შორის ბაბუამისი ვეტერანები არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად