8 წლის განმავლობაში უსაინ ბოლტმა პირველად წააგო

ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, უსაინ ბოლტმა, კინგსტონში ღია ტურნირზე, ვერ მოახერხა, მისი გუნდისთვის გამარჯვების მოპოვება.

კლუბურ ჩემპიონატში ბოლტის გუნდი, იამაიკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დამარცხდა.

უსაინ ბოლტის გუნდში ასევე გამოდიოდა ბრიტანეთის ერთა მეგობრობის თამაშების გამარჯვებული, კემარ ბეილი-კოული და ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი უორენ უეირი.

ბოლტმა 4X100 მეტრზე სირბილში, 2007 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა. 2007 წელს, იამაიკის ნაკრებთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფმა ადამიანმა, ვერ შეძლო ცურიხში, კომერციული ტურნირში გამარჯვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...