8 წლის ბავშვმა მეორედ გაიტაცა დედის ავტომობილი, ამჯერადა მან მანქანა დაამტვრია

რვა წლის გერმანელმა ბიჭმა ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ გაიტაცა სახლიდან ავტომობილი. ის ამჯერადც უვნებლად გადარჩა, მანქანა კი ძალიან დაამტვრია.

დორტმუნდის პოლიციის თანახმად, მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდა. შუაღამით ბიჭმა დედის კუთვნილი ავტომატური გადაცემის კოლოფიანი ფოლქსვაგენ გოლფის გასაღები აიღო, მანქანა დაქოქა ქალაქ ზოესტის ქუჩებში დაიწყო მოძრაობა.

დაახლოებით ორის ნახევარზე მოწმემ პოლიციას აცნობა, რომ ქალაქში დიდი სიჩქარით მოძრაობს ავტომობილი, რომელის, ამასთან ერთად, შუქნიშნის წითელ ფერზე არ ჩერდება. მოწმის ვარაუდით ავტომობილს პატარა ბავშვი მართავდა.

პოლიცია დაუყოვნებლივ შეუდგა ქალაქის ქუჩებში დამრღვევის ძებნას, თუმცა ბიჭმა ამასობაში ავტობანზე გასვლა მოახერხა და ამჯერად არა დორტმუნდის, არამედ კიოლნის გზას გაუყვა.

შვერტესთან მიახლოებისას მან ავტობანის სავალი ნაწილიდან პარკირებისთვის განკუთვნილ ზონაში გადასვლა მოინდომა, რა დროსაც იქ გაჩერებულ ავტომობილის მისაბმელს შეეჯახა.

პოლიციის ცნობით, ბავშს დაზიანება არ მიუღია, მისი დედის კუთვნილი გოლფი კი ძალიან დამტვრეულია.

წინა შემთხვევისგან განცხვავებით ამჯერად ბიჭს პოლიცის დანახვაზე ტირილი არ დაუწყია. მან ამაყად აცნობა მათ, რომ ზოგჯერ სიჩქარე 180 კმ/სთ-ს აღწევდა, გაჩერების მცდელობისას კი ბევრად ნელა მოძრაობდა. მან აგრეთვე შესჩივლა მათ, რომ ის დააბრმავეს და გზიდან გადასვლა აიძულეს. პოლიცია აცხადებს, რომ ბიჭის ნათქვამს გადამოწმებას საგზაო ვიდეო კამერების ჩანაწერების გაშიფრვით შეეცდებიან.

პოლიციამ შემთხვევის მშვიდობიანად დასრულება არ მიიჩნია ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვების საფუძვლად. მათი თქმით ბაცშს აუცილებლად ესაჭიროება ფსიქოლოგების დახმარება, დედის წინააღმდეგ კი საჩივარს დაწერენ და მისი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...