8 მარტი და  ქალთა დღესასწაულები ზესტაფონის მერმა ქალბატონებს მიულოცა

 ქალთა დღე, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქალბატონებს მიულოცა.

 

ზესტაფონის მერი, სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის და სხვადასხვა კლინიკების სამედიცინო პერსონალს შეხვდა, ყვავილები მიართვა და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.  

როგორც გიორგი გოგლიჩიძემ აღნიშნა: „ღონისძიების მიზანია, ქალთა დღესასწაულების მილოცვა,  განსაკუთრებით, იმ სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად,  დღემდე დგანან, პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე.  სიმბოლური საჩუქრით, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა მათ მიმართ. ვულოცავ ყველა ქალბატონს ქალთა დღეს“.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...