8 ივლისიდან ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას ოთხი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის მიწოდება

 შეუწყდება. ”სოკარ ჯორჯია გაზის” აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორის ინფორმაციით, ხვალ, 7 ივლისს, გაზის მიწოდება შეეზღუდება 11 000 აბონენტს, ზეგ კი, ბუნებრივი აირი სრულად გაითიშება.

ვახტანგ ბერიშვილის განცხადებით, მიზეზი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დროს ახალ მაგისტრალზე დაერთებითი სამუშაოებია. ”სმს შეტყობინება აბონენტებს უკვე გავუგზავნეთ. ბაგრატიონი-მელიქიშვილის ქუჩის არეალში მცხოვრებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ 12:00 საათიდან შეუწყდებათ, სრულად ბათუმსა და ხელვაჩაურს კი ზეგ დილიდან შეუწყდება გაზმომარაგება. აღნიშნული სამუშაოები დაგეგმილი გვაქვს ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით. გაზის ცენტრალური მილის გადაერთება ხდება და ამის გამო 4 დღით გაითიშება ბუნებრივი აირი. ტექნიკურ სამუშაოებს სჭირდება ორი დღე, შაბათი დილიდან ეტაპობრივად დავიწყებთ აღდგენას, რასაც სამი დღ მაინც დასჭირდება. ეს ჩვენი კომპანიის დაგეგმილი სამუშაოები არ ყოფილა. ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი გაზსადენი აშენდა, მისი გადაერთება ხდება, დიდი გაზსადენია, რთული სამუშაოა და ამიტო სჭირდება დრო” – განაცხადა ვახტანგ ბერიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...