8 დეკემბრიდან 8 იანვრამდე ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა დროებით აღდგება

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით დროებით შეჩერდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“თქვენ იცით, რომ 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და 7 დეკემბერს დავამთავრებთ სამუშაოებს. კავსაძის ქუჩამდე რაც გადაკეტილი, იქ აღდგება მოძრაობა. მოდის ახალი წელი, საკმაოდ დატვირთული იქნება ქალაქი. ამიტომ, ჩვენ 8 იანვრამდე ვაჩერებთ სამუშაოებს.

8 დეკემბერს გახსნილი იქნება მოძრაობა და დროებითი შუქნიშნებით დამონტაჟდება. ასევე, იქნება დახაზული გადასასვლელები. 8 იანვრიდან გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად