8:0 – როგორ დაამარცხა “ერთი ხელის მოსმით” მათე გოქაძემ რუსი მოჭიდავე (ვიდეო)

იტალიის ქალაქ ფაეცაში კადეტ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს,

110 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავემ მათე გოქაძემ უნგრელი ადოლფ ბაზო, ბელარუსი ილია შუმჩიკი და თურქი ომერ აიგული დაამარცხა, ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის რუს საიდ მუსაევთან იჭიდავა.

შარშანდელი კადეტთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა საიდ მუსაევს მცირედი შანსიც კი არ მისცა, 8:0 დაამარცხა იგი და ოქროს მედალი მოიპოვა!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...