8:0 – ბუნდესლიგის სასტარტო შეხვედრაში “ბაიერნმა” “შალკე” შეარცხვინა

გერმანიაში ბუნდესლიგის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა

“ბაიერნი” “შალკეს” მასპინძლობდა და მის გამარჯვებაი ეჭვი ალბათ, “შალკეს” თავგადაკლულ გულშემატკივრებსაც კი არ ეპარებოდათ, თუმცა ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით სტუმრების დამარცხებას ძნელად თუ ვინმე ივარაუდებდა.

“ბაიერნი” მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და რომ არა “შალკეს” მეკარე რალფ ფერმანი, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა კარი გოლისგან, ანგარიში კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.

ტაიმი “ბაიერნმა” გნაბრის (4′), გორეცკას (19′) და ლევანდოვსკის (31″, პენალტი) გოლებით 3:0 მოიგო, მეორე ტაიმში კი ისევ გნაბრიმ (49′, 59′), მიულერმა (69′), სანემ (71′) და მუსიალამ (81′) გაიტანეს გოლები.



გუშინ გამართულ შეხვედრებში დორტმუნდის “ბორუსიამ ” რეინას (35′) და ჰოლანის (54′ პენალტი, 77′) მიერ გატანილი გოლებით სძლია მენხენგლადბახის “ბორუსიას”.

სულ, ბუნდესლიგაში 17-18 სექტემბერს პირველი ტურის 7 შეხვედრა გაიმართა:

“ბაიერნი” – “შალკე 04” 8:0 (3:0)

“ბორუსია” დორტმუნდი – “ბორუსია” მენხენგლადბახი 3:0 (1:0)
“აინტრახტი” – ‘არმინია” 1:1 (0:0)
“ვერდერი” – “ჰერტა” 1:4 (0:2)
კიოლნი – ჰოფენჰაიმი 2:3 (1:2)
“შტუტგარტი” – “ფრაიბურგი” 2:3 (0:2)
“უნიონ ბერლინი” – “აუგსბურგი” 1:3 (0:1)
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად