79 წლის ფოთელ პედაგოგს, რომელმაც გამოცდებში უმაღლესი შეფასება მიიღო, ოცნებას კომპანია EY აუხდენს

„აიპრესის“ ერთ-ერთი განსაკუთრებული რესპოდენტით, გლობალური საკონსულტაციო კომპანია EY დაინტერესდა.საუბარია 79 წლის ფოთელ მასწავლებელზე ნატრული ტაბიძეზე, რომელმაც განათლების სამინისტროს მიერ, საპენსიო ასაკს მიღწეულ პედაგოგებისთვის დაწესებულ ჯილდოზე უარი თქვა და საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო.

ქალბატონმა ნატრულიმ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი საოცნებო გეგმაა, თინა ჭოჭუას სახელობის ქიმიის ლაბორატორიის განახლება, რაც მასში არსებული სხვადასხვა სახის ასობით თვითნაკეთ და ქარხნული წარმოების ხელსაწყოების, უფრო ესთეტიკურად წარმოჩენას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ ოცნების ახდენა გადაწყვიტეს EY-ას წარმომადგენლებმა და ქალბატონ ნატრულის ფოთში ეწვივნენ.

„ როდესაც ვნახეთ ქალბატონი ნატრულის ინტერვიუ, აღვფრთოვანდით მისი პიროვნებით. ვფიქრობთ, სწორედ ასეთი უნდა იყოს პედაგოგი. მივიღეთ გადაწყვეტილება რეალობად ვაქციოთ მისი ოცნება, რადგან წლებია ეს ოცნება აუხდენელი რჩება. EY ტრადიციული საახალწლო საჩუქრებისთვის განკუთვნილი თანხით, მეოთხე წელია ასაჩუქრებს წინასწარ შერჩეულ ბენეფიცირებს. აქამდე იყო სოფელ გრემში მდებარე სოციალური საწარმო „თემი“, ძეგვში მდებარე თავშესაფრის დახმარება და ახალ შენობაში სამედიცინო ოთახების გახსნა. წელს გვინდა საჩუქრისთვის განკუთვნილი თანხა, მთლიანად მოხმარდეს ფოთის პირველი საჯარო სკოლის, თინა ჭოჭუას სახელობის ქიმიის ლაბორატორიის კაბინეტის რენოვაციას თანამედროვე დიზაინის ინვენტარით. გეგმის მიხედვით, ყველა სამუშაო დასრულებული უნდა იყოს ახალი სასწავლო წლისთვის.“_განაცხადა EY-ის მარკეტინგის და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ნათია მელთაურმა.


ღვაწლმოსილი პედაგოგი ამბობს, რომ მისი სათაყვანებელი მასწავლებლის, თინა ჭოჭუას მიერ შექმნილი ქიმიის ლაბორატორიის ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ლაბორატორიის სანახავად სხვადასხვა კუთხიდან ხშირად ჩამოდიან.

„კომპანია EY-ს დახმარებით, ჩემი სანუკვარი ოცნება სრულდება, ხდება ლაბორატორიის მოძველებული, ხმარებიდან გამოსული ინვენტარის შეცვლა ახლით. თინა მასწალებელმა სიცოცხლის ბოლოს დამიბარა, არ გაწირო, არ დატოვო ლაბორატორიაო და სწორედ ამიტომ გავედი გამოცდაზე, რომ სკოლაში დავრჩენილიყავი. როდესაც სამუშაოები დასრულდება ჩავთვლი, რომ ვალმოხდილი მივდივარ ამ ქვეყნიდან“_ განაცხადა ნატრული ტაბიძემ.

ქალბატონი ნატრული პედაგოგიურ მოღაწეობას 1964 წლიდან ეწევა. ის 37 წელია, ფოთის თეოფანე დავითაის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეეს ქიმიას ასწავლის. მრავალი თაობის აღმზრდელი, დამსახურებული პედაგოგი არაერთი ჯილდოს და წოდების მფლობელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად