დეკანოზი პეტრე (კოლხი) სასულიერო პირების დაპირისპირებაზე: ჩემი შვილების ნათლიები არიან…ორი დღეა ვკვდები და ვცოცხლდები

“ორივე ჩემი ნათესავია, ჩემი შვილების ნათლიები არიან… ორივე ჩემი ბიოგრაფიის განუყოფელი ნაწილია… მიყვარს ორივე… არ იცით, ორივე რა საოცარ ოჯახშია გაზრდილი… უკარგესი მშობლები, დები ყავთ…”.

ამის შესახებ დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (კოლხი) სოციალურ ქსელში წერს, სადაც მეუფე იობის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის 6 მაისს მომხდარ ფიზიკურ დაპირიპირებას ეხმაურება

“მომხდარი ფაქტი ჩემთვის არ არის მარტივი ამბავი… წლებია ერთად მოვდივართ. მამა თეიმურაზს ერისკაცობიდან ვიცნობ. მეუფე სვიმეონი მაშინ სურამის იობ მრავალვნებულის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. მეუფე იობის კურთხევით რომ ეპარქიაში ჩავედი, 18 აგვისტოს დანარჩენ მეგობრებთან ერთად მამა თეიმურაზი მახლდა… რუისუს ფერიცვალების ტაძარში ღამე ჩემთან ერთად გაათენა და 19 აგვისტოს, ტაძრის დღესასწაულზე მღვდლად დამასხეს ხელი. მაშინ მამა სვიმეონს კურთხევაზე შეაგვიანდა, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვიდა… ძალიან გავიხარე… წირვის შემდეგ სტუმრები თბილისში დაბრუნდნენ… დაბრუნდა მამა თეიმურაზიც… დავრჩი ღმერთთან პირისპირ მარტო, მაგრამ გვერდით მეგულებოდა, დღეს უკვე ეპისკოპოსი სვიმეონი. მაშინ მთელი ეპარქია ჩემთვის უცხო და უცნობი იყო… თითქოს გზას მიკაფავდა და მზრუნველობას არ მაკლებდა ახლადაღკვეცილი მღვდელ-მონაზონი… მამა თეიმურაზი თითქმის ყოველ დღე მირეკავდა, მანუგეშებდა, მაძლიერებდა… ჩემი მღვდლობა დედამ ვერ აიტანა, ცუდად გახდა, სახლში არ მიშვებდა… მ.სვიმეონი გამყვა წალენჯიხაში, მან მიშუამდგომლა დედასთან… თბილისიდან თეიმურაზი რეკავდა, რა ხდება, ხომ მშვიდობით ჩამთავრდა შეხვედრაო… ორივე ჩემი ნათესავია, ჩემი შვილების ნათლიები არიან… ორივე ჩემი ბიოგრაფიის განუყოფელი ნაწილია… მიყვარს ორივე… არ იცით, ორივე რა საოცარ ოჯახშია გაზრდილი… უკარგესი მშობლები, დები ყავთ… საკუთარ დასავით მიყვარს თინიკო და თეა… ფაქტი აუცილებლად დასაგმობია… ორივეს კარგი უფრო მეტი აქვს, ვიდრე ცუდი… მე ორი დღეა ცუდად ვარ… მე ორი დღეა ვკვდები და ვცოცხლდები… მიჭირს!..”-წერს პეტრე კვარაცხელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...