774 კოვიდინფიცირება 24 საათში – უზბეკეთი ზედიზედ მეორე დღეა ანტირეკორდს ამყარებს

უზბეკეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში უზბეკეთში კორონავირუსით ინფიცირების 774 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღის რეკორდულ მაჩვენებელზე 36-ით მეტი.
 
სულ, უზბეკეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების 24783 შემთხვევაა დაფიქსირებული.
 
უზბეკეთში, განვლილი 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა.
 
სულ, უზბეკეთში კორონავირუსით 147 კაცია გარდაცვლილი.
 
უზბეკეთში, ივლისში, ინფიცირებულთა რაოდენობა 8503-დან 24009-მდე, 15506-ით ანუ 182%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა 26-დან 141-მდე, 115-ით ანუ 442%-ით გაიზარდა.
 
უზბეკეთში, ივლისში, დღეში, საშუალოდ, 500 ინფიცირება და 3,7 გარდაცვალება ფიქსირდებოდა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად