ევროპის ცენტრალური ბანკის ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2022 წელს ევროპაში 376 000 ყალბი ბანკნოტი ამოიღეს, რაც 8,4%-ით მეტია 2021 წელს დაფიქსირებულ ისტორიულად ყველაზე დაბალ მაჩვენებელან შედარებით. 

ეს ზრდა „ასახავს ეკონომიკური აქტივობის განახლებას 2022 წელს Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების უმეტესობის მოხსნის შემდეგ“, განმარტავენ ცენტრალურ ბანკში.

ევროპის ცენტრალური ბანკის თასნახმად, დეკემბრის ბოლოს მიმოქცევაში იყო 29,5 მილიარდი ნამდვილი ბანკნოტი, რაც 4,4%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და თითქმის ოთხჯერ მეტია, ვიდრე 2002 წელს იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიმოქცევაში არსებული ყოველი 1 მილიონი ნამდვილ ბანკნოტზე 13 ყალბი მოდის. ყალბის ბანკნოტებიდან თითქმის ორი მესამედი (63,6%) არის  20 და 50 ევროს ნომინალის. 

ევროპის ცენტრალური ბანკი წლების განმავლობაში ამაღლებს საზოგადოების ცნობიერება ბანკნოტების „ხელით გასინჯე, შეხედე, დახარე" მეთოდით