გიორგი მშვენიერაძე: სხვა ადამიანის თავზე ნაგვის დაყრა არის პოლიტიკური სიშლეგე

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ბულვარში “ამბასადორი ბათუმის” მშენებლობის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა მას ნაგავი დააყარეს.

“სხვა ადამიანის თავზე ნაგვის დაყრა არის პოლიტიკური სიშლეგე და სიველურე, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. უზნეობას უზენობით ვერასოდეს დავამარცხებთ, ხოლო უსამართლობას – უსამართლობით.” – წერს გიორგი მშვენიერაძე.

“გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!” – წერს ნინო ლომჯარია.

ყოფილი დეპუტატი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, კობა ხაბაზი კი დადებითად აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრას. ამის შესახებ ის თავის სოცილაურ ქსელში წერს.

“ბათუმელი ელისაშვილი ნაგვის ურნის პირველი კავალერი გახდა. ღალატი არავის ეპატიება.” – წერს კობა ხაბაზი.

ბულვარში “ამბასადორი ბათუმის” მშენებლობის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა მას ნაგავი დააყარეს.

მას მოქალაქეების ნაწილმა უთხრა, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლის გამო აქციაზე დგომის უფლება არ ჰქონდა. იგივე შინაარსის მოწოდება გააკეთა ჩავლეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისამართით. საკუთარ პოზიციას დეპუტატი, წინა ხელისუფლების მიერ ბულვარში კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობებით ამტკიცებს.

დეპუტატი, მის მიმართ აგრესიულად განწყობილ აქციიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი, ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა.

თავზე ნაგვის დაყრას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს “ნაცმოძრაობის” კიდევ ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე.

ამადაძის განცხადებით, პროტესტის მსგავი ფორმა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება და ამის გამო, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს.

„ეს ჯდება გამოხატვის ფორმებში. უკიდურესია, შესაძლოა, ვიღაცას ესთეტიურად არ მოსწონდეს, მეც არ მომეწონა რაც ვნახე. თუმცა, ამის გამო, რომელიმე უწყებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, ეს არის შევიწროვება ადამიანების“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც არჩევნებში ერთიანი ოპოზიციის სიით მონაწილეობდა, საკუთარ სადეპუტატო მანდატზე უარი არ თქვა და უფლებამოსილებას, ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოში აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად