ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. სულავესის კუნძულზე ნგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ასობით ადამიანი.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქია ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე დაფიქსირდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაინგრა ხიდები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაჯენის სიახლოვეს, მიწისქვეშ ათი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიამ მაჯენში ოთხი ადამიანი იმსხვერპლა და 600-ზე მეტი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად