75 სარეაბლიტაციო პროექტი,  50 კმ სიგრძის განახლებული ქსელი, 21 მლნ ლარის ინვესტიცია – ჯივიპი აქტიურად  აგრძელებს   სამუშაოებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანია ყოველდღიურად ზრუნავს მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის და მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის. 

ჯივიპი 2020 წელს დაგეგმილი   სარეაბლიტაციო პროექტების  ფარგლებში 21 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს და  50 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელს აახლებს.

„იმისათვის, რომ ჩვენი აბონენტები მუდმივად უზრუნველვყოთ სტაბილური წყალმომარაგებით, ვაგრძელებთ ახალ სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას თბილისის სხვადასხვა რაიონში. ამჟამად წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ჟვანია-შატბერაშვილის, არჩილ მეფის, ჩარგლის ქუჩებზე, ნუცუბიძის  მე-4 მიკრორაიონსა და სოფელ დიღომში.

სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში სრულად იცვლება მოძველებული ქსელი, მონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს წყლის ნაკადები კიდევ უფრო ეფექტურად ვმართოთ. პროექტებს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით ვასრულებთ და წყალმომარაგების ახალი ქსელი ეტაპობრივად შედის ექსპლუატაციაში”, – ზურაბ ალფაიძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირექტორი.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2020 წელს  50 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას აახლებს, რაც 70 000 ოჯახისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებას  გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად