აშშ-ში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 155 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციის 155 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, 1 189 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით.
უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ექიმებმა ინფიცირების 155 596 ახალი შემთხვევა დაარეგისტრირეს. შაბათს დაფიქსირდა ყოველდღიური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი – 205 557 ინფიცირებული.
უნივერსიტეტის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ შეერთებულ შტატებში, კორონავირუსული ინფექციით 13 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 266 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა, ხოლო 5 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
გლობალური მასშტაბით, უნივერსიტეტის მონაცემებით, 62 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა COVID-19-ით და 1.4 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.