726 ინფიცირებული 24 საათში – პოლონეთში ბოლო 8 დღის განმავლობაში 5-ჯერ დაფიქსირდა ანტირეკორდი

პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში კოვიდინფიცირების 726 შემთხვევა დაფიქსირდა, 86-ით მეტი ვიდერ წინა დღეს და 46-ით მეტი 4 ივლისის რეკორდულ მაჩვენებელზე.

30 ივლისიდან დღემდე, 8 დღეში პოლონეთში 5-ჯერ დაფიქსირდა ანტირეკორდი.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 19 კაცი გარდაიცვალა, 1-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს. დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ასეთი დიდი რაოდენობა პოლონეთში 18 ივნისის შემდეგ არ ყოფილა.

სულ, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 49 515 და კორონავირუსით გარდაცვალების 1774 შემთხვევაა დაფიქსირებული.

პოლონეთში, ივლისში, ინფიცირებულთა რაოდენობა 34393-დან 45688-მდე, 11295-ით ანუ 33%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 1463-დან 1716-მდე, 253-ით ანუ 17%-ით გაიზარდა.

პოლონეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 364 ინფიცირება და 8,2 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ექვსი დღის საშუალო კი 638 ინფიცირება და 9,7 გარდაცვალებაა.

დღეს პოლონეთის ჯანმრთელობის მინისტრმა ლუკას შუმოვსკის განაცხადა, რომ იმ 19 პოვიატში, სადაც ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება შეიმჩნევა დამატებითი, მკაცრი კოვიდშეზღუდვები დაწესდება. მან განმარტა, რომ 19 პოვიატიდან 9-ში უფრო მეტი და მკაცრი -“წითელი”, 10-ში კი “ყვითელი” კოვიდშეზღუდვები დაწესდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად