ინდოეთში, კედლის ჩამონგრევას მინიმუმ ცხრა ადამიანი, მათ შორის ბავშვი ემსხვერპლა

მინიმუმ ცხრა ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა ინდოეთის ქალაქ ჰიდრაბადში, კედლის ჩამონგრევის შედეგად.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევა სამშაბათს საღამოს მოხდა. კედელი ჩამოინგრა ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო. მომხდარის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში ტელანგანის შტატში, სადაც ჰიდრაბადი მდებარეობს და მეზობელ შტატ ანდრა პრადეშში, ძლიერი მუსონური წვიმები იყო, რამაც წყალდიდობა და რამდენიმე უბნის დატბორვა გამოიწვია. ჰიდრაბადში ავტომობილების მოძრაობას აფერხებს დატბორილი ქუჩები.

ძლიერმა წვიმამ შენობების დატბორვა გამოიწვია, რაც კედლების ნგრევას იწვევს. ერთი დღით ადრე, ორი ადამიანი დაიღუპა ტელანგანაში მსგავსი ინციდენტის დროს. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ წვიმა შესაძლოა გაგრძელდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად