72 დღის განმავლობაში უინძორის სასახლეში მყოფი დიდი ბრიტანეთის დედოფალი დღეს პირველად გამოჩნდა საჯაროდ (ვიდეო)

ბუკინგემის სასახლიდან უინძორის სასახლეში გადასული ბრიტანეთის დედოფალი, დღეს, პირველად 72 დღის შემდეგ, გამოჩნდა საჯაროდ.

დიდ ბრიტანეთში დაწესებული შეზღუდვების გამო, რისკის ზონაში მყოფი 94 წლის ელისაბედ II და 98 წლის პრინცი ფილიპი მთელი ამ ხნის განმავლობაში სასახლეში იმყოფებოდნენ, საჯაროდ არ გამოჩენილან და დედოფალს თავის საყვარელი ცხენების ნახვაც კი არ შეეძლო. ხალხმა დედოფალი 72 დღის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ, ტელევიზიით მისი მიმართვების გავრცელების დროს იხილა.

დღეს, დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების მორიგი შემსუბუქების დაწყების შემდეგ, ელისაბედ II-მ უინძორის სასახლის ბაღში, 14 წლის პონზე, მეტსახელად “გვიმრა”-ზე (“Fern”), ამხედრებულმა ისეირნა და ფოტოები გადაიღო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად