თბილისი ენერჯი განცხადებას ავრცელებს

კომპანია “თბილისი ენერჯის” ცხელი ხაზისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის სატელეფონო პროგრამაში შეფერხებაა.   მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. განცხადებას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.
ხარვეზების გამო ასევე შეზღუდულია ვებ გვერდის ონლაინ დახმარების გამოყენებაც.

კომპანიის ცხელ ხაზზე ან სწრაფი რეაგირების სამსახურთან დაკავშირება ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ მესენჯერის საშუალებით.
აბონენტები მომსახურების მიღებას ასევე შეძლებენ მითითებულ  ალტერნატიულ ტელეფონის ნომრებზე დარეკვისას.

599 87 86 16
595 11 43 63

შეფერხების თაობაზე ინფორმირებულია 112 . გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აბონენტებს შეუძლიათ ინფორმაცია 112  დახმარებითაც მოგვაწოდონ.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად