გიორგი რურუა ოპოზიციას: იქნებ, ვკონცენტრირდეთ ეკონომიკურ საკითხებზე და არა ამ დამაბნეველ, საზიანო ლანძღვაზე

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი, მსჯავრდებული გიორგი რურუა ოპოზიციას მოუწოდებს, კონცენტრირდეს ეკონომიკურ საკითხებზე და არა ამ დამაბნეველ, საზიანო ლანძღვაზე რაც ბოლო კვირებში ისმის მედიაში.

ამის შესახებ განცხადება გიორგი რურუსას “ფეისბუკის” პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
“ჩემო მეგობრებო, ოპოზიციას მივმართავ, ჩვენთვის საინტერესოა, ის თუ რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი ლარის კურსის გამყარება, სამუშაო ადგილების შექმნა წლების მიხედვით. ასევე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რამდენ თვეში მოახერხებთ გადასახადების შემცირებას(საშემოსავლო,მოგების,დღგ და ქონების). როდის განახლდება ანაკლიის პორტის მშენებლობა და სხვა მრავალი საკითხი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
ჩემი თხოვნა იქნება ვკონცენტრირდეთ ეკონომიკურ საკითხებზე და არა ამ დამაბნეველ, საზიანო ლანძღვაზე რაც ბოლო კვირებში ისმის მედიაში.
პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.
28 სექტემბერი 2020 წელი
პ.ს. მაინტერესებს სამოქალაქო ინსიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით თქვენი შეხედულებები”, – წერს გიორგი რურუა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად