დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს ძალაუფლებას მშვიდად არ გადასცემს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემაზე მისი კონკურენტი, დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენისთვის, ამის შესახებ CNBC წერს.

”კარგი, ვნახოთ რა მოხდება. თქვენ იცით, რომ მე ძალიან უკმაყოფილო ვიყავი კენჭისყრის პროცესით, ეს კატასტროფაა,”- თქვა მან. CNBC-მ განმარტა, რომ პრეზიდენტი გულისხმობს ფოსტით ენჭისყრას: ტრამპმა ადრე გამოთქვა აზრი, რომ არჩევნების შედეგები ამ შემთხვევაში გაყალბდება.,

”უარი თქვით ხმის მიცემაზე ფოსტით და ყველაფერი ძალიან მშვიდობიანად იქნება. სიმართლე გითხრათ, ძალაუფლების გადაცემა არ მოხდება, იგი გაგრძელდება”, – თქვა მან.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ხმის მიცემის პროცესი კონტროლს აღარ ექვემდებარება და “დემოკრატებმა ეს ყველამ მშვენივრად იცის”.

ბაიდენის წარმომადგენლებმა, ტრამპის სიტყვებზე კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ამერიკელი ხალხი განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს.

გამოკითხვის მონაცემთა აგრეგატორის RealClearPolitics-ის თანახმად, 23 სექტემბრის მონაცემებით, გამოკითხულ ამერიკელთა 42.9% ამბობს, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ტრამპს, ხოლო ბაიდენს – 50%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად