აშშ-ში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა

შეერთებულ შტატებში პანდემიის დაწყების დღიდან, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 001 273-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Worldometer ავრცელებს.

პორტალის თანახმად, რომელიც სპეციალიზირებულია ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო მოვლენების სტატისტიკაში, აშშ-ში 204,118 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად, 4,24 მილიონი კი განიკურნა.

მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც გამოვლინდა ინფიცირების 5,48 მილიონზე მეტი შემთხვევა, 87,9 ათასი ადამიანი გარდაიცვალა და 4,39 მილიონი გამოჯანმრთელდა.

მესამე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 4,54 მილიონია ინფიცირებული, 136,89 ათასი ადამიანი დაიღუპა და 3,85 მილიონი განიკურნა.

საერთო ჯამში, პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, დაფიქსირებულია 31 220 096 ინფიცირებული. 964 761 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 7,4 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.

ორშაბათის მონაცემების მიხედვით, პლანეტის მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 123,8 ადამიანია. აშშ-ში მოსახლეობის 1 მილიონზე 616 გარდაცვლილი მოდის, ინდოეთში – 64, ბრაზილიაში – 643.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად