71 წლის ბიზნესმენი: მოსწავლეებს ვაფინანსებდი, მაგრამ ყველასთან სექსი არ მქონია!

“მოსწავლეებს ვაფინანსებდი, მაგრამ ყველასთან სექსი არ მქონია, რადგან არ ვარ წყეული სუპერმენი…”

ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენის უმაღლეს სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარეობს 71 წლის გოლდ-კოსტელი ბიზნესმენის ჯონ ჩარდონის სასამართლო პროცესი

ჯონ ჩარდონს ბრალი ცოლის მკვლელობაში ედება. 34 წლის ნოვი ჩარდონი 2013 წლის 6 თებერვალს დაიკარგა უგზოუკვლოდ. ამ დღეს მიიღო ჯონ ჩარდონმა ცოლის ადვოკატების წერილი, რომელშიც ცოლი ჯონისგან გაყრის და ორი ბავშვის ერთობლივი მეურვეობის სანაცვლოდ შეთავაზებული 3,5 მილიონის სანაცვლოდ ითხოვდა მთელი მისი აქტივების 50%-ს.

პროცესის მსვლელობისას მისმა ყოფილმა თანაშემწემ, ფილიპინელმა აგილორამ განაცხადა, რომ ჩარდონს სტუდენტების სწავლის დაფინანსების სანაცვლოდ მათთან სექსის მოლოდინი ჰქონდა. “თუ ეს შესაძლებელი იქნება, სასურველია, რომ ისინი ქალიშვილები იყვნენ”, – ასეთი იყო, აგილორას მტკიცებით, მისდამი წაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნა მომავალი სტუდენტების შერჩევისას.

ჩარდონმა უარყო წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ ის ფილანტროპია 1998 წლიდან, არაერთხელ დახმარებია უპოვარ ფილიპინელ ქალებს, თუმცა არაა წმინდანი და რამდენიმესთან, რომელიც მას უყვარდა, ჰქონდა სექსი.

მე ბევრს დავხმარებივარ სახლის გარემონტებაში, მათი ბავშვებისთვის რძის, საკვების და წამლების ყიდვაში და ბევრი მათგანი თავად მთავაზობდა სექსს, მაგრამ მე ყველასთან არ დავწოლილვარ, რადგან არ ვარ წყეული სუპერმენი, – ამბობს ჯონ ჩარდონი.

პროკურორმა მარკ გრინმა შეთხზული უწოდა ჩარდონის მონაყოლს, რომ მისმა ცოლს 70 000 დოლარის სამკაულები ჰქონდა, გაყიდა და ახლა მსოფლიოს რომელიღაც წერტილში ატარებს დროს, შეახსენა, ნაფიც მსაჯულებს, რომ ნაპოვნია ნოვი ჩარდონის პასპორტი და საბანკო ბარათი, რომლიდანაც გაუჩინარების შემდეგ თანხა არაა მოხსნილი და მოუწოდა ჯონ ჩარდონ ეთქვა სად გადამალა მოკლული ცოლი.

ჯონ ჩარდონმა ცოლის გაუჩინარებასთან რაიმე კავშირი კიდევ ერთხელ უარყო. საამართლო პროცესი გრძელდება

ცნობისთვის, 2014 წელს სასამართლომ იმ დროს 67 წლის ჯონ ჩარდონი არასრულწლოვანის გაუპატიურებაში სცნო დამნაშავედ და მას ექვსი წელი, სამი წლის შემდეგ შეწყალების თხოვნის უფლებით, მიუსაჯა. სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია, რომ შარდონი 14 წლის გოგონას პირველად 1998 წელს დაუწყო ფლირტი, 1999 წელს კი იგი გააუპატიურა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად