71 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქირდა

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

განვლილ 24 საათში ჩატარებული 289 ტესტიდან 25%-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შედეგად, კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 71-ით გაიზარდა

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 1458 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 11 კაცი.

1 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 84 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ტურისტების დაუბრკოლებლივ მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აგვისტოში 84-დან 330-მდე, 293%-ით გაიზარდა.

აგვისტოში, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეში საშუალოდ ინფიცირების 8 შემთხვევა ფიქსირდებოდა. სექტემბრში კოვიდინფიცირების 1128 შემთხვევა გამოვლინდა  და ზრდამ აგვისტოსთან შედარებით 242% შეადგინა. დღიურად დაფიქსირებულ შემთხვევათა საშუალომ 38 შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად