71:69 – საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისრაელს მოუგო

დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩი ისრაელის ნაკრებს მასპინძლობდა.

ესტონეთში მოპოვებული გამარჯვების და ისრაელის ნაკრების მიერ სერბეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასვლის მცირე შანსი გაუჩნდა. დღემდე მას, ისევე როგორც ისრაელის ნაკრებს 9 თამაშიდან 4 მოგება ჰქონდა და ქულით ჩამორჩებოდა სერბეთის ნაკრებს.

შეხვედრის პირველი ნახევრის შემდეგ ტაბლომ 34:30 (9:11 და 19:15) დააფიქსირა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. მეორე ნახევრის დასაწყისშივე ცინცაძის სამქულიანმა საქართველო შვიდი ქულით დააწინაურა, რასაც ისრაელის ნაკრებმა ორქულიანით უპასუხა. იქვე საქართველო ბურჯანაძის სამქულიანის შემდეგ 8 ქულით დაწინაურდა. შემდეგ იყო სხვაობა 9 ქულა და 8 ქულა, მაგრამ შეხვედრის მესამე პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ისრაელის ნაკრებმა ნელ-ნელა დაიწო ანგარიშში სხვაობის შემცირება და მესამე პერიოდის ბოლოს საქართველოს ნაკრები მხოლოდ 1 ქულით იყო წინ – 50:49.

მეოთხე პერიოდის დამთავრებამდე 4 წუთითა და 40 წამით ადრე ისრაელი უკვე 4 ქულით დაწინაურდა. ამის შემდეგ შეხვედრა უაღესად დაიძაბა. საქართველოს ნაკრებმა მოახერხა ანგარიშის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება და მეორე ნახევრის დასრულებამდე 22 წამით ადრე 2 ქულას იგებდა. ისრაელმა საჯარიმოდან ორივე ჩააგდო, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ძირითადი დრო 64:64 დასრულდა.

ოვერტაიმის ბოლო წამამდე ანგარიში თანაბარი იყო და ზუსტად ბოლო წამზე შერმადინმა ფარქვეშ ბრძოლაში შეძლო ბურთის მიღება და ჩვენი ნაკრებისთვის გამარჯვების მომტანი ორი ქულის მოპოვება.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 71:69 გაიმარჯვა და ისრაელის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი მოუსპო, თავად კი კვლავ აგრძელებს ბრძოლას საგზურისთვის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...