რომან გოცირიძე გიგი უგულავას განცხადებაზე: იქნებ, პროვოკაციაა ან იქნებ, მართლაც სხვებმა გადააკრეს?

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძეს არ სჯერა, რომ „ევროპული საქართველოს” საარჩევნო პლაკატზე „ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი ბანერები გადააკრა.

აასე გამოეხმაურა რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან საუბრისას “ევროპული საქართველოს გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ  არ არის გამორიცხული, რომ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი.

„იქნებ, პროვოკაციაა ან იქნებ, მართლაც სხვებმა გადააკრეს? რა ინტერესი უნდა გვქონდეს, როდესაც გვყავს საერთო პოლიტიკური მტერი, მოწინააღმდეგე „ქართული ოცნება”, როდესაც სამომავლოდ ჩვენ უნდა ვიყოთ კოალიციურ ხელისუფლებაში და ეს ქვეყანა ერთად უნდა ვმართოთ.

რაღაც პროვოკაციაა. ყოველ შემთხვევაში, დღეს რეპლიკების გაცვლა-გამოცვლა, წყალს არ ასხამს ოპოზიციის წისქვილზე, ამიტომ ხანდახან სჯობს, თავი შევიკავოთ. მე ამ პოლემიკის გაგრძელებას არ ვაპირებ. ჩვენ გვყავს საერთო სამიზნე, ეს არის ჩვენი მოწინააღმდეგე, გაკოტრებული და წარუმატებელი ხელისუფლება. ამიტომ, ოპოზიციის კონსოლიდაცია იქნება მომავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების საფუძველი. ასე რომ ჯობია ამისკენ მივმართოთ ჩვენი ენერგია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ,  გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე მათი ბანერების გადაკვრაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში აღნიშნულის დამადასტურებელ ფოტოსაც აქვეყნებს.

გიგი უგულავა “ნაციონალურ მოძრაობას”: პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო. ხოდა, სახეს გაუფრთხილდით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად