გიორგი ხოჯევანიშვილი ამომრჩეველს: თქვენი მხარდაჭერით საშუალება მექნება ერთად ვიზრუნოთ გორისა და კასპის კეთილდღეობისთვის

“ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე დგომა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნდობას გავამართლებ” – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილი

“უნდა ითქვას, რომ გორი და შიდა ქართლი არის საქართველოს გული, ცენტრი და ლიტერატურულად ,,გულქართლსაც“ უწოდებენ. ეს არის მხარე, რომელსაც გაზრდილი ჰყავს ისეთი ადამიანები, ისეთი სასახელო შვილები, თუნდაც ამ ორი სახელის დასახელება , როგორიც არის იაკობ გოგებაშვილი და ივანე ჯავახიშვილი ცხადყოფს თუ როგორი კულტურის, განათლების და განსაკუთრებული ქართველობის კერა იყომ, არის და იქნება მომავალშიც შიდა ქართლი.
უნდა ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში და ამ ქალაქში მართლაც ბევრია გაკეთებული და დაწყებული საქმეები ბოლომდე ისევ ჩვენი მისაყვანია. ხვალინდელი დღე კიდევ უფრო წარმატებული რომ იყოს, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა გამოწვევას თვალი უნდა გავუსწოროთ, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ და ამისთვის ჩვენ მზად ვართ. რა თქმა უნდა ბევრი შრომაა საჭირო, მაგრამ შრომა არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია.
ძლიერი და განვითარებული რეგიონი არის საქართველოს ძლიერების საწინდარი და საქართველოს ძლიერებაში თავისი წვლილი ამ რეგიონმაც, გორმა და კასპმა უნდა შეიტანოს. ამ მიმართულებით შეიძლება ორი ძირითადი საკითხი გამოვყოთ – ეს არის სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
ჩვენი რეგიონისთვის სოფლის მეურნეობა მართლაც ერთერთი წამყვანი დარგია და ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ასობით ახალ, თანამედროვე, ერთწლიან თუ მრავალწლიან კულტურის ბაღებს, თანამედროვე ტიპის სასაწყობე და სამეურნეო მეურნეობებს. ეს არის ის, რაც ქმნის დოვლათს და აისახება ხვალინდელ დღეზე, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად და სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის აუცილებელი.
რაც შეეხება ტურიზმს, შემიძლია გითხრათ , რომ ჩემი საქმიანობის შემდგომი 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვაპირებ ტურიზმის მხარდაჭერას. ახალი ტურისტული მარშრუტები, ახალი ტურისტული ლოკაციების აღმოჩენა, ციხე-სიმაგრეების რეაბილიტაცია, რელიგიური ძეგლების აღდგენა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხების, რომლებზეც ზრუნვას შემდგომ წლებში აქტიურად ვაპირებ.
ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს პრობლემად და უმთავრეს გამოწვევად ოკუპაცია რჩება და ამ ოკუპაციასთან საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია მხოლოდ შრომით და მშვიდობიანი განვითარებით. მშვიდობას რა თქმა უნდა ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენს მოძმე ხალხთან, ჩვენს ოს და აფხაზ მეგობრებთან ერთად გავაგრძელოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება.
შიდა ქარათლზე როცა ვსაუბრობ, ჩემი ბოლო ორი წლის საქმიანობიდან გამომდინარე, მინდა განსაკუთრებით შევეხო ხალგაზრდებთან და სპორტსმენებთან ურთიერთობას.

ახალგაზრდული ჟინი და ძალა, რომელიც ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებში იგრძნობა, ყოველთვის დამატებითი, დადებითი მუხტის მომცემი იყო ჩემთვის ამ ორი წლის განმავლობაში და არ დაგიმალავთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ალბათ განსაკუთრებული ყურადღებით მათზე ზრუნვით ვიქნები დაკავებული და ეს იმიტომ, რომ სწორედ ახალგაზრდა თაობაშია ჩვენი ქვეყნის მომავალი, სწორედ მათი მხარდაჭერა, განათლების უზრუნველყოფა არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება. სწორედ ამ თაობამ და ამ ახალგაზრდობამ უნდა მიიყვანოს ქვეყანა დეოკუპაციამდე, რომელიც ჩვენი, თითოეული ადამიანის ოცნებაა და რომელიც აუცილებლად ასრულდება.
რაც შეეხება სპორტსმენებს, შიდა ქართლთან და განსაკუთრებით ალბათ გორთან და კასპთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ნამდვილი ჩემპიონების სამჭედლოა. ამის დასტური, ჩვენს გვერდით მყოფი მეგობრები არიან, რომლებიც სხვადასხვა თაობის მსოფლიო, ოლიმპიური თუ ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და მათ გვერდით იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს კიდევ ბევრ სიხარულს და გამაჯვებას მოუტანენ.
ეჭვი არ მეპარება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით წარმატებამდე მივალთ. ბოლომდე გათვიცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობები და ის ვალდებულებები, რაც ჩემს წინაშე აქამდე იყო და ამის შემდგომ იქნება. ამიტომ, თქვენი მხარდაჭერის იმედით, ერთად დგომით, ჩვენ შევძლებთ უფრო ძლიერ, უფრო ლამაზ, გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას და ისევ თქვენი მხარდაჭერით საშუალება მექნება შემდგომი წლების განმავლობაში ერთად ვიზრუნოთ გორისა და კასპის კეთილდღეობისთვის” – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად