საია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს არ დააკმაყოფილოს „გირჩის“ სარჩელი

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ’’ საკონსტიტუციო სასამართლოში ,,სასამართლოს მეგობრის‘’ მოსაზრება წარადგინა. საქმე ეხება გენდერულ კვოტებს. არასამთავრობო ორგანიზაცია, ეწინააღმდეგება პოლიტიკური პლატფორმა ,,გირჩის’’ მიერ გასაჩივრებულ ნორმას.

კერძოდ საარჩევნო სისტემის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად, პოლიტიკური სუბიექტებისთვის, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 , განსხვავებული სქესის წარმომდგენელი უნდა იყოს. ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დირექტორის, სულხან სალაძის თქმით, რეგულაციას, რომელსაც ,, გირჩი’’ ასაჩივრებს კონსტიტუციური და თავსებადია ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.
„ის სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილია პოლიტიკური პარტია „გირჩის მიერ, არ უნდა დაკმაყოფილდეა. რადგან, რასაც ის ასაჩივრებს, თავისი არსით და ბუნებით არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და იმ საყოველთაო რეგულაციებს, რომელიც მსოფლისო ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში არის აღიარებული. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო არ დააკმაყოფილებს სარჩელს და ის რეგულაცია, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან, მათ საარჩევნო სიებში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, დარცება ძალაში“,-განაცხადა საიას თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, ხვალ, გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სადავო ნორმა საარჩევნო სუბიექტებს უდგენს ვალდებულებას, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სია დაარეგისტრირონ იმგვარად, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად