7 წლის განმავლობაში პირველად, ბილ გეითსი Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში მესამე ადგილზეა

Microsoft- ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი, 7 წლის განმავლობაში პირველად, Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში (Billionaires Index- BBI) მიხედვით მესამე ადგილზეა.

კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო 107.6 მილიარდი დოლარით მეორე ადგილზეა.

ივნისში, პირველად, ბერნარ არნოს ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ის მილიარდერთა ლიდერების სამეულში შევიდა. ამავე კატეგორიაში იყო ბილ გეითსი და Amazon- ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი 125 მილიარდი დოლარის კაპიტალით.
როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, ბილ გეითსი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად დარჩებოდა, რომ არა მისი საქველმოქმედო საქმიანობა.

მანამდე, ბილ გეითსმა Microsoft- ის მთავარი შეცდომა დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს Google- ის Android-ის ოპერაციული სისტემაზე გაშვება დაასახელა. მისი თქმით, iOS-ის სისტემა საშუალებას მისცემს Microsoft-ს “გაიმარჯვოს და ყველაფერი მიიღოს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად