7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ “ნაცმოძრაობა” პარლამენტში შედის

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, შვიდთიანი ბოიკოტის შემდეგ “ნაცმოძრაობა” მე-10 მოწვევის პარლამენტში შედის.

საკანონმდმებლო ორგნოში შესვლის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით “ნაცმოძრაობა” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

“ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები თუ სოფლები: – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები
იტვირთება...