7 შვილი და 90-მდე შთამომავალი – ქედის უხუცესი, ქალბატონი ზექიე, 108 წლის გახდა

ქედაში უხუცესი ქალბატონი დღეს 108 წლის გახდა.

ზექიე მჟავანაძე 1912 წლის 1 იანვარს სოფელ ხარაულაში დაიბადა. ქვეყანას 7 შვილი და 90-მდე შთამომავალი აჩუქა. ამბობს, რომ ხანგრძლივი ცხოვრების ფორმულაც სწორედ ესაა – სიყვარული და შთამომავლებისგან მიღებული ყურადღება.

“ვულოცავ ქალბატონ ზექიეს იუბილეს და ახალ წელს ერთად! მიხარია ყოველ ჯერზე რომ მხნედ და ჯანმრთელად მხვდება. შეუძლებელია დაივიწყო მისი დალოცვა, სიბრძნე და ჯანსაღი მიდგომები თანამედროვე ეპოქისადმი… წყალობაა, რომ მაქვს შესაძლებლობა მოვეფერო ამ საოცარ ხანდაზმულს და გავიზიარო მისი სითბო!

სიმბოლურია, აქედან მივულოცო კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს ახალი წელი და ვისურვო თითოეული ჩვენთაგანისთვის ასე ღირსეულად დაბერება და ტკბილი ხანდაზმულობა!” – ასე მიულოცა ქედის მერმა უხუცესს იუბილე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად