7 მაისს,საღამოს 22:00 საათიდან, 8 მაისის დილის 08:00 საათამდე წყნეთს წყალმომარაგება შეეზღუდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ვაკის რაიონში, წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობის მიზნით, მაგისტრალურ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება.

სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 7 მაისს, საღამოს 22:00 საათიდან, 8 მაისის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება დაბა წყნეთს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...