7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს covid19 დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ეროვულ გამოცდაზე გასურ ერთ-ერთ აბიტურიენტს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

“ერთი შემთხვევა დღევანდელი გახლავთ კონტაქტი გუშინ წინ დადასტურებულ შემთხვევასთან და სწორედ ამ შემთხვევამ მომიყვან მე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
გუშინ, ჩვენს მიერ გვიან ღამე დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იმ საოჯახო კონტაქტების რიცხვიდან, რომელიც გუშინ რეგიონში ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი.
როდესაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევდა და მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანს, ერთ-ერთ ახალგაზრდას გოგონას, რომელიც 7 ივლისს ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე იყო გასული, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჩვენ გუშინ ღამე გვქონდა საგანგებო კომუნიკაცია განთლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ერთიანი საგამოცდო ეროვნულ ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ ჩვენ ინფექციის გავრცელების პრევენცია გავაკეთოთ და ასევე მივცეთ აბიტურიენტებს საშუალება, ვინც მასთან ერთად წერდა საგამოცდო ტესტებს, რომ გააგრძელონ ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით  გამოცდები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას განსაკუთრებულად არაფერი აწუხებს, გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობისთვის, ხოლო დანარჩენ 9 აბიტურიენტზე, რომლებიც გამოცდის დროს გოგონასთან ერთად იმყოფებოდნენ ოთახში, მათ მიმართ ტარდება შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად