14 დეკემბერს, “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის თაობაზე შეკრებას გეგმავს

14 დეკემბერს, “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის თაობაზე მასშტაბურ შეკრებას აანონსებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

“14 დეკემბერს, შაბათს ჩვენი ორგანიზებით, მასშტაბური შეკრება გაიმართება რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ამ დღის აღსანიშნავად, თანაგუნდელები, მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან.

ყველა ხარჯს, ტრანსპორტირების ხარჯს უზრუნველყოფს საორგანიზაციო ჯგუფი. ნებისმიერს, ვისთვისაც აღნიშნული მოვლენა მნიშვნელოვანია მხარს უჭერს “ქართულ ოცნებას”, მის ევროპულ კურსს, შეუძლია შემოგვიერთდეს”,-ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.

ცნობისთვის, 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარე ქვეყანა გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად