7 და 8 ნოემბერს CS:GO-ს ჩემპიონატი გაიმართება

7 და 8 ნოემბერს, 20:00 საათიდან, ონლაინ ჩემპიონატი Red Bull FLICK აიღებს სტატრს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაშის, CS:GO-ს 2 vs 2 ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდება. გამარჯვებული სამი გუნდი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

“ქაუნთერ სთრაიქის” 2-2-ზე შეჯიბრება FACEIT-ის პლატფორმაზე გაიმართება, რომელიც შექმნილია ორ და მეტ მოთამაშიანი ონლაინ ჩემპიონატების მასპინძლობისთვის.

Red Bull FLICK-ში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი. სპეციალურად ჩემპიონატისთვის შეიქმნა  5 განსხვავებული რუკა, რომელიც განკუთვნილია 2-2-ზე თამაშისთვის.

გამარჯვებული გუნდებისთვის საპრიზო ფონდი ასე ნაწილდება: I ადგილი: 2500 ლარი, II ადგილი: 1500 ლარი, III ადგილი- 800 ლარი.  გამარჯვებულია გუნდი, რომელც დროშის სივრცეს 45 წამის განმავლობაში დაიკავებს ან მოწინააღმდეგე გუნდზე ადრე დაასრულებს რაუნდს.

ჩემპიონატი ორივე დღეს 20:00 საათზე დაიწყება, თამაშების პირდაპირი ეთერი კი,  რედ ბულ საქართველოს ტვიჩის არხზე გადაიცემა.

Red Bull FLICK-ში მონაწილეობა უფასოა.

 

 

სასარგებლო ბმულები:

Facebook ღონისძიების გვერდი: Red Bull FLICK Georgia 2020

რეგისტრაციის ბმული: https://win.gs/34hsNZb

ტვიჩის გვერდი: www.twitch.tv/redbullgeo

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად