7 აგვისტოს ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალთან – „ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

7 აგვისტოს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის. სანაპიროს №4) გაიმართება პრესკონფერენცია ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალთან – „ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით.

პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი მაკა ნასრაშვილი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი და ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი.
პრესკონფერენციას დაესწრებიან სოლისტები თამარ ლიჩელი, სანდრო ნებიერიძე, ლიზა ჩხაიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად